1.ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული (ომში დაღუპული პირის) ოჯახის წევრის ომისა და სამხედრო ძალების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან/და სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული (ომში დაღუპული პირის) ოჯახის წევრის შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ