1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაინვალიდებულ ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ინვალიდობის მოწმობა – ფორმა N50/2; ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ