1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გადაწყვეტილება /მეურვეობის/მზრუნველობის შესახებ; დ) ცნობა სსიპ –
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან; ე) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; ვ) ბავშვის/ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ზ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში); თ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ