1. დახმარება ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი) ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას, თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლის/მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; დ) მშობლების/მშობლის რეგისტრაციის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, რეგისტრაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი; ე) ბანკის ანგარიშის  ნომერი; ვ) დევნილის მოწმობის ასლი (დევნილი მშობლის შემთხვევაში).

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ