ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
გ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებული პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
დ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ე) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ვ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა;
ზ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსების პროგრამა;
თ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
ი) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მწვავე ლეიკემიით დაავადებული პირების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ლ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
მ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაინვალიდებული ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ნ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ო) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და მასთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
პ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ჟ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების (უნგრეთი და ავღანეთი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
რ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ს) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ტ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სასმენი აპარატის ნაწილების (სადენის, კვების წყაროს და საშრობი ტაბლეტის) დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა;
უ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ფ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა;
ქ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების პროგრამა (ბინის ქირით უზრუნველყოფა);
ღ) ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ,,დღის ცენტრების" ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;
ყ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1- ბავშვთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი) ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა;
შ) ხონის მუნიციპალიტეტშირეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
ჩ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მასთთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;
ც) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალაქ ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;
ძ) ქ.ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა.
თავი II
ფულადი სოციალური დახმარების პროგრამ