1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიაზე: რომლებსაც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 1 ივლისიდან მინიჭებული აქვთ 65 001-დან 90 001-მდე სარეიტინგო ქულა. დახმარება ოჯახზე განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა ) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) შესაბამის ადმინტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (მოკვლეული ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე