1. 18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებულ პირებზე ან/და მათ მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ან/და მისმა მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) შშმ. სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში). დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ე) სსე აქტის ამონაწერი ან ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N IV-100/ა; ვ)გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვის/მზრუნველის/ მხარდამჭერის შესახებ/არსებობის შემთხვევაში. ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ