1. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით.
2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
3. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
4. დიაბეტით დაავადებულ ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №199/ნ 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) (18 წლამდე) დაავადებების ფინანსური დახმარება ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით.
6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. ყოველთვიური დახმარება 100-100 ლარი მიეცემათ 18 წლამდე ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებს
6. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (მშობლების, მეურვის ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ