1. მოქალაქეები, რომლებიც არიან მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, ქრონიკული ან დროებითითი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება  50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესაბამისად:

ა) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა კაპიტალური საცხოვრებელი სახლი მთლიანად და საყოფაცხოვრებო ნივთები, დახმარება გაეწიოს 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე  სართული – 4 000 ლარის ოდენობით;

გ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული და საყოფაცხოვრებო ნივთებით – 3 000 ლარის ოდენობით;

დ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე -2000 ლარი;

ე) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი)
– 1000 ლარი;

ვ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) საყოფაცხოვრებო ნივთებით
– 2000 ლარი;

ზ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა სადაც ცხოვრობს დღის განმავლობაში
– 1000 ლარი;

თ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც არ ცხოვრობს – 500 ლარი.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას), უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 100-დან 1000 ლარის ჩათვლით:

ა) არის მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, შშმპ, შეჭირვებული- 100 ლარი;

ბ) არის მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არა აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში
–150 ლარი;

გ) წარმოდენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100
– 150 ლარი;

დ) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100,  დაავადებულია რამოდენიმე ქრონიკული დაავადებით
– 200 ლარი;

ე) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100, აქვს უმძიმესი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები
– 300 ლარი;

ვ) არის შშმ პირი, მრავლშვილიანი (3 და მეტი) ოჯახი, რომლებსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში
– 500 ლარი;

ზ) ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას – 500 ლარი. განსაკუთრებულ შემთხვევაში 1000 ლარი.

4. მცირეწლოვანი ბავშვები  და მოქალაქეები, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, მათ შორის, ონკოლოგიური  დაავადებებით – ლიმფომა, გლიომა, ლეიკემია, მელანომა; თავის ქალის პროგრესირებადი დეფორმაცია; ქვედა კიდურების ატროფია; სქოლიოზი – გამოხატული ნეკნოვანი კუზით; ავარიის შედეგად მიღებული ტრამვების რეაბილიტაცია, სხვა მძიმე დაავადებები, გაეწევათ გარკვეული თანხით დახმარება,  არა უმეტეს 5 000 ლარისა. მოქალაქემ მკურნალობის შემდეგ უნდა წარმოადგინოს, მერიის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენების ანგარიში. სავალდებულოა ბენეფიცირი რეგისტრირებული იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და  სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 200000-ს, ან უნდა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.

5. აღნიშნული დახმარებების მისაღებად, ოჯახმა/მოქალაქემ  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი  ანგარიშის მონაცემები;

დ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან საჭიროების შემთხვევაში;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან;

ვ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად  საბანკო ანგარიშზ