1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000 მდე.

2. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელად მითითებული იქნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

დ) სოციალურ მომსახურეობის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირი წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს და ოჯახის წევრ