1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, მასთან გათანაბრებული პირების, მარჩენალდაკარგულების, რეპრესირებულებისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა მონაწილეების ოჯახებისათვის საკანალიზაციო, წყალმომარაგების ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა)განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი/ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი/მარჩენალ-დაკარგულის მოწმობის ასლი/რეპრესირებულის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვისცენტრის მიერ გაცემული ქვითრის ასლი; ე) ცნობა სოციალური მდგომარეობის გაცემული, შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ