1. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ განცხადებას, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
2. განცხადების განხილვის დროს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახური ვალდებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიაციალური ვებგვერდის (sda.gov.ge) საშუალებით შეამოწმოს რეგისტრაციის ადგილი.
3. ხონის მუნიციპალიტეტში დროებითი საცხოვრებელი ადგილის მქონე იძულებით გადაადგილებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს დევნილის მოწმობის ასლი.
4. ხონის მუნიციალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. პროგრამით გათვალისწინებული 23-ე და 24-ე მუხლებით განსაზღვრული ანაზღაურება განახორციელოს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ქირავნობის (უძრავი ნივთის) ხელშეკრულების საფუძველზ