1. პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების (ბავშვთა აუტიზმი კოდი F84.0; ატიპიური აუტიზმი კოდი F84.1) რეაბილიტაციასათვის დაფინასება/თანადაფინასება თვეში განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის განმცხადებელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტის მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) დაბადების მოწმობის ასლი, დევნილის შემთხვევაში –
დევნილობის მოწმობის ასლები; დ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100); ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან, რომლის განახლება მოხდება ყოველთვიურად.
3. ბენეფიციარი დაფინანსებისა/თანადაფინანსებისას იღებს ყოველთვიურად საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
4. თანხის ჩარიცხვა მოხდება შესაბამისი დაწესებულებიდან ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ