1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის ბავშვებზე სასმენი აპარატის ნაწილების (სადენი, კვების წყარო და ელემენტი) შეძენისათვის განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება/თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიღებისათვის ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის (ბავშვის) დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N1V-100/ა; ე) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა; ვ) შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა.
3. ბენეფიციარი დაფინანსების/თანადაფინანსებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის დაწესებულებაში წარსადგენად.
4. თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ