1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (ორივე თვალით მხედველობა 0) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი ან ფორმა IV-50/4; დ) ცნობა შშმ პირის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის შესახებ (არსებობის შემთხვევაში ); ე) ოჯახის წევრის მომართვის შემთხვევაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების, ქორწინების მოწმობის ასლი ან სანოტარო აქტი); ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ზ) ,,ე’’ პუნქტის არსებობის შემთხვევაში განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; თ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ