1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე  და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების ან  პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საბანკო ანგარიშის ნომერ