1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებს.
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ძალადობის მსხვერპლმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა - შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა - მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ