1. ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000 ჩათვლით.) სარეიტინგო ქულის მქონე (18 წლის ჩათვლით) ახალგაზრდები.

2. დახმარების მისაღებად რეინტეგრირებულმა ახალგაზრდამ ან მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობების ასლი;

დ) საბანკო ანგარიში.

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის   ვინაობის შესახებ;

ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრაციის შესახებ.

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის   ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ