1. ხანძრების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ხანძრისა) დაუძლეველი  ძალის ან სხვა  ბუნებრივი მოვლენების  შედეგად საცხოვრებელ ბინებზე  მიყენებული ზარალისათვის, დამდგარი ზიანის მოცულობის მიხედვით დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს  ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 1000 ლარისა.

2.  მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე ;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურიდან და აქტი ტერიტორიული ერთეულიდან;

ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც( პირადი ნომრის მითითებით).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულები