1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;
ვ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომლებიც ხელმძღვანელობენ საქონლის მოქმედი საბაზრო ფასები