(
გარდა
განზრახ
გამოწვეული
ხანძრისა
)
და
ბუნებრივი
მოვლენებით
საცხოვრებელ
ბინებზე
მიყენებული
ზარალისათვის
ოჯახისადმი
დახმარება
1. ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, დამდგარი ზარალის შეფასების მიხედვით.
2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით არაუმეტეს 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
ე) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამმართველოდან;
ვ) ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.
4. ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტს ადასტურებს და ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5. ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად საბანკო ანგარიშზ