სარიტუალო

მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

დ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ე) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი საცხოვრისით ან მერიის მიერ ქირით უზრუნველყოფილ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ვ) გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიუსაფარ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე (გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის ან/და ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ;

ვ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ კავშირს (გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მომსახურების გასაწევად);

ი) ცნობა მუნიციპალიტეტის მერიიდან პირის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ;

კ) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის.

3. თანხა გაიცემა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზ