1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე
გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2011
მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
თავი I — სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ონკოლოგიურად ონკოინკურაბილური (განუკურნებელი) მეოთხე კლინიკური ჯგუფის ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
- მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 5. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 6. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
- მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
- მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
- მუხლი 10. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისადმი დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 12. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
- მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №19, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1282704/muxli-8/