1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად ბავშვის საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.
3. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე
გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2011
მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
თავი I — სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მთავარი მონაცემები
- თანხა 50 ლარის
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
- მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 5. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 6. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
- მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
- მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 10. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისადმი დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 12. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
- მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
- მუხლი 14. მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების საფასურის თანადაფინანსება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №19, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1282704/muxli-9/