1. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
3. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზ