1. დედ-მამით ობოლ
0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებს თანადაფინანსება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის, არაუმეტეს 500 ლარით.

2. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბენეფიციარებზე 1000 ლარის ოდენობით.

3. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე  ბენეფიციარის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლისსახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბენეფიციარის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ვ) ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარების დაბადების მოწმობების ასლები;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზ