1. დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, იმ პირებზე,რომლებიც რეგისტრირებულინი არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ ბოლო ორი წლის მანძილზე.

2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული 0 დან -70000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება  განისაზღვრო სარაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზ