1.ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:
ა) სამედიცინო კვლევების დაფინანსება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაშ