1. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ადამიანების  მკურნალობის და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:

ა) სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების,   სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვროს  ერთჯერადად  არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე (0-დან 18 წლის ჩათვლით)   „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ სულ 12 პროცედურა.

გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ადამიანების  სოციალური დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა;

ვ )განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზ