1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული, ამავე მუხლში მითითებული კატეგორიის ბავშვები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:
ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითების, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, გონებრივი ჩამორჩენის, იშვიათი დაავადების და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობისა.
ბ) ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, გონებრივი ჩამორჩენის, იშვიათი დაავადების და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების და სპეციალიზებულ დაწესებულებებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები პირები ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევაში დამატებით ვერ ისარგებლებენ ამ წესის მე-2 (ოპერაციების თანადაფინანსება) მუხლით);
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ვ) ბენეფიციარის/განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ზ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;
4. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ ამავე დადგენილების პირველი და მე-9 მუხლები