1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით) მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა პენსიონერები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების შესაბამისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ