1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული 0-დან 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვები.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;         დ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ;

დ) ცნობა ან/და  მარჩენალდაკარგულის სტატუსის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ე) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ვ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ შესაბამის საბანკო ანგარიშზ