1. მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სკოლის შემდგომ სწავლას გააგრძელებენ (მათ შორის 26 წლის ასაკამდე)  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი), წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის  დასრულებამდე ერთჯერადად მიეცემათ ფულადი დახმარება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.

2.  დახმარების მიღების მიზნით  სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სწავლის ადგილიდან (დედანი);

დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;

ე) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტებ