ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების გაწევის მიზნით გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის წევრის ან ნათესავის განცხადება მერის სახელზე;
ბ) დაღუპულ მებრძოლთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი;
გ) დაღუპული მებრძოლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტებ