1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას“ და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 - ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის (საწვავის შესაძენად) გაეწიოთ ერთჯერადად ფულადი დახმარება 150-დან 300 ლარის ოდენობით.
ა) 0-დან 30 001-მდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში 300 ლარი;
ბ) 30 000-დან 57 001-მდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში 250 ლარი;
გ) 57 000-დან 62 001-მდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში 200 ლარი;
დ) 62 000-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულის შემთხვევაში 150 ლარი.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს:
ა) 65 000-დან 90 001-მდე გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარი;
ბ) 90 000-დან 125 001-მდე გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარი;
გ) 125 000-დან 140 001-მდე გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარი.
მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით მოცემული პირობებით ერთჯერადი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებენ ის ოჯახები, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ საარსებო შემწეობას.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
5. უსახლკარო ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ნაქირავები ბინის ქირის ასანაზღაურებლად გაეწიოთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით. დახმარების თანხა გადაირიცხება გამქირავებლის პირად საბანკო ანგარიშზე, მომართვის თვის მომდევნო თვიდან.“.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია უძრავი ქონების ფლობა-არფლობის შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
ე) მესაკუთრის მიერ გაცემული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტებ