1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს(გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო კურსებისა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა - ფრიადი: 91-100), სასწავლო წლის ბოლოს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თუ სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვებული ქულების საშუალო მაჩვენებელი ჯამურად შეადგენს  91-დან 100-მდე.

2.  დახმარების მიღების მიზნით  სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დედანი);

დ) ცნობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სტუდენტობის შესახებ;

ე) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.

3. წარჩინებული სტუდენტის დახმარების გაცემის შემდგომ განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მერიის შესაბამისი უწყების მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული პასუხის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირებ