1. ხანდაზმულთა(70 წელს გადაცილებულ პირთა, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 140 001-ზე), შშმ პირთა(სოციალური პაკეტის მიმღები) და 65 001-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის მედიკამენტების საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრება ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტის საფუძველზე აფთიაქში შესყიდული მედიკამენტების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობისა.

2. თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი;

დ) გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი;

ე) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ამონაწერი სოციელურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდა