1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-დან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის ბავშვთა დიაგნოზის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული გამოკვლევები  თანადაფინანსდება  50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2. თანადაფინანსების მისაღებად ბავშვის მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში მეურვეობის ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭირო მომსახურების მიღების შესახებ ფორმა №IV-100/ა;

ე) მომსახურე დაწესებულების რეკვიზიტები.

3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-დან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის ბავშვთა ადრეული განვითარების/რეაბილიტაცია/აბილიტაციის, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა შეძენილი  დაავადების შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვრება წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასურის 40%-ით,  მაგრამ არაუმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობისა.

4. თანადაფინანსების მისაღებად ბავშვის მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში მეურვეობის ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ბავშვის დიაგნოზის (საერთაშორისო კოდის მითითებით) და საჭიროებების მითითებით;

ე) მომსახურე ლიცენზირებული დაწესებულების რეკვიზიტებ