1. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული  2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც:

ა) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის დიაგნოსტირების საჭიროება;

ბ) განესაზღვრათ განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროება;

გ) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფი განესაზღვრათ ძირითადად დიაგნოზად/დაუდგინდათ აუტიზმის სპექტრი.

2. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება:

ა) დიაგნოსტირების საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

ბ) ადპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროების მქონე მოზარდებისათვის არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით, 6 თვეში ერთხელ;

გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერადად.

3. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (ან პასპორტის, ან პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის) ასლი.

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებულია ბავშვის ძირითადი დიაგნოზი და/ან დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტირების შედეგი.

ე) მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ- ფაქტურა;

4. მომსახურების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზ