1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ძალადობის მსხვერპლი პირები, და/ან  მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან/და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი.

2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ბინის ქირის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასალების დაფინანსებით.

3. ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;

დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;

ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.

4. ბინის ქირით ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

5. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა დახმარების საჭიროების შესახებ;

დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი კომისიის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.

6. ბინის ქირითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და სამშენებლო-  სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების თაობაზე განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია