1. სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკონომიურად შეჭირვებული მოქალაქეები, რომელთაც დაუდგინდათ შემდეგი დაავადებები:

ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;

ბ) თირკმლის უკმარისობა

გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;

დ) შაქრიანი დიაბეტი.

ე) პარკინსონის დაავადება;

ვ) ეპილეფსია;

ზ) ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი;

თ) მიასთენია;

ი) ფენილკეტონურია და ცელიაკია (სამკურნალო კვების თანხა);

კ) ცერებრალური დამბლა;

ლ) ფსორიაზი;

მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;

ნ) პნევმონია;

ო) წითელი მგლურა

პ) გლაუკომა; კატარაქტა; კერატიტი; კერატოკონუსი;

ჟ) ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა,რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება

ს) წითელი ქარი

ტ) სეფსისი, პერიტონიტი

უ) ანემია

ფ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადება

ქ) გაფანტული სკლეროზი;

ღ) ღვიძლის დაავადება (ციროზი);

ყ) პრადერ-ვილის სინდრომი;

შ) ჰიდროცეფალია

ჩ) 120001-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მიუხედავად მათი დიაგნოზისა.

2. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად დახმარება გაიცემა ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში 2000 ლარის ოდენობით. პრადერ-ვილის სინდრომით დაავადებული პაციენტები და სოციალური მუშაკის შუამდგომლობის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები  დაფინანსდებიან სრულად, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა წლის განმავლობაში.  ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით,  დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, წელიწადში ერთჯერადად.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100ა);

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან 0-დან 100000-მდე ქულით ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით დაავადებული პაციენტები და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები  თავისუფლდებიან ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

4. ანაზღაურება მოხდება ფარმაცევტული დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

5. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტების სამკურნალო კვებისთვის განსაზღვრული თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ