1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს – 3000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
დ) ცნობა ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა.
ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
3. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ