1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვების (და რომელთაც 2026 წელს უსრულდებათ 18 წელი) ოჯახები და მარტოხელა მშობლები.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, დედით ან მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე – 300 ლარის ოდენობით ხოლო დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე 600 ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) დახმარების მიმღების (მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობა;

ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობები;

გ) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობა ან მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ