1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს მაინც:
ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, (რაც დადასტურდება ამონაწერით სოციალური სააგენტოდან.)
ბ) ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი: ონკოლოგიური, მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე (და/ან სხვა სახის მძიმე დაავადების მატარებელი), რაც დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით – ფორმა №100.
გ) ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი (და მეტი) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი (რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით).
დ) ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, რაც დადასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან შშს-ს მიერ გაცემული ცნობით.
ე) ოჯახის შემოსავალი სარსებო მინიმუმზე ნაკლებია (რაც დადასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით).
ვ) დახმარების მიმღები ძალადობის მსხვერპლია (აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში), რაც დადასტურებულია უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტით.
2. გადაწყვეტილება, ოჯახის დაფინანსების თაობაზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ.
3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.
4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შეფასება ოჯახის დახმარების საჭიროების შესახებ.
დ) ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმის/კრიტერიუმების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ