1. ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარებით 200 ლარის ოდენობით, ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მკვეთრი შეზღუდვის მქონე შშმ პირები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დარღვევა.
2. ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე
ბ) მკვეთრი შეზღუდვის მქონე შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შშმ პირის პირადობის (ან დაბადების) მოწმობა;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
ე) სამედიცინო დოკუმენტი (ფორმა №100ა), რომელშიც მითითებული იქნება შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობის შეზღუდვის შესახებ.
ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ