1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები:

ა) რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება.

ბ) რომელთაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის ან თემის სოციალური მუშაკი (შეფასების დასკვნის საფუძველზე).

გ) ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.

2. სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების წილობრივი უზრუნველყოფა განისაზღვრება შემდეგნაირად :

ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი.

ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001 – ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %.

გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2000 – ლარის ჩათვლით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარი.

დ) თუ პაციაენტის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 2000 ლარს, სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარს დამატებული, 2000 ლარს ზემოთ გადასახდელი თანხის 20%, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების წესი არ ვრცელდება ონკოლოგიურ პაციენტებზე და 18 წლამდე ასაკის იმ პირზე, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიზნით სოციალური ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის დამრგვალება მოხდება მთელი რიცხვის ერთეულამდე.

5. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);

გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო

დაწესებულებიდან;

დ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი სამედიცინო მომსახურების დაფინასების თაობაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);

ე) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.

6. ანაზღაურებას არ ექვემდებარება:

ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.

ბ) მეტყველების თერაპიის სეანსები, გარდა შშმ პირის სტატუსის და 120001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისათვის.

გ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, (გამონაკლისს წარმოადგენენ 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები).

დ) მშობიარობის ხარჯები, გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.

ე) პაციენტის მიერ  გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.

7. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს: ონკოლოგიური პაციენტი და 18 წლამდე ასაკის ის პირი, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევაში დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურების წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

8. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი