პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით.
შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად