1. სამსახური ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს   საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის მე-VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.

3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ.

4.  ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთა