პროგრამა ითვალისწინებს:
1. ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით. კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის, ელექტროენერგია) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია ბენეფიციარები, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით