პროგრამა ითვალისწინებს:

1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 130 001-მდეა, გარდაცვლილის ოჯახს უფლება აქვს სარიტუალო ხარჯების გასაწევად მიიღოს ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, (იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა როცა გარდაცვლილის ოჯახს სარეიტინგო ქულა ახალი შეჩერებული აქვს).

3. განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)  გარდაცვალების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის

შესახებ;

დ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ე) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ვ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);

თ)განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

კ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

5. დახმარებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ან გარდაცვლილის მეზობლებმა პირის გარდაცვალებიდან 60 დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) შუამდგომლობა

ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი);

დ) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა